საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 26 პოლიტიკურ სუბიექტს საარჩევნო ნომრები მიენიჭა

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 26 პოლიტიკურ სუბიექტს საარჩევნო ნომრები მიენიჭა

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 26 პოლიტიკურ სუბიექტს საარჩევნო ნომრები მიენიჭა. „სახალხო ხელისუფლება“ არჩევნებში მონაწილეობას 11 ნომრით მიიღებს. დავით თევზაძეს (”საქართველო მშვიდობისათვის”) 14 ნომერი ერგო, „ზვიადის გზა უფლის სახელით“ - 28, „საქართველოს კომუნისტური პარტია სტალინელები ივანე წიკლაური" - 12, „საქართველო“ - 17, „ევროპელი დემოკრატები“ არჩევნებში მონაწილეობას 13 ნომრით მიიღებს, „საქართველოს კონსერვატიული მონარქისტული პარტია“ - 21, „საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია“ - 20, „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ – 16, „შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 10, „მერაბ კოსტავას საზოგადოება“ - 22, „ქართული იდეა“ - 18, „კახა ძაგანია სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე, მემარცხენე ალიანსი“ - 25, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ – 7, „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ - 27, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)“ - 29, „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ - 15, „ჩვენი საქართველო ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი“ - 30, „გიორგი ლაღიძე მომავალი საქართველო“ - 24, „ჯონდი ბაღათურია ქართული დასი“ - 4, „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად“ - 2, „ეროვნული ფორუმი“ - 26, „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“ - 6, „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ – 9. საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლო“ არჩევნებში 19, ხოლო საარჩევნო ბლოკი „ჩვენები სახალხო პარტია“ 23 ნომრით მიიღებს მონაწილეობას.

გარდა აღნიშნული 26 პოლიტიკური სუბიექტისა, რომელთა წილისწყრაც გუშინ ცესკოში მოხდა, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ასევე ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 5 ნომრით, ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” – 1 ნომრით, ”ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა” – 3 ნომრით, ”დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიორთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიცია” – 8 ნომრით, ხოლო ”ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” – 41 ნომრით.