ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტის „ლიბეს“ კომიტეტში შეხვედრაზე საქართველოს საკითხი დადებითად გადაწყდება

ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტის „ლიბეს“ კომიტეტში შეხვედრაზე საქართველოს საკითხი დადებითად გადაწყდება

ქართული მხარე იმედოვნებს, რომ 5 სექტემბერს ევროპარლამენტის „ლიბეს“ კომიტეტში შეხვედრაზე საქართველოს საკითხი დადებითად გადაწყდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სწორედ სამ დღეში გაიმართება „ლიბეს“ კომიტეტის შეხვედრა, სადაც საქართველოს შესახებ დადებითი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

როგორც გიგიაძემ განმარტა, ამის შემდეგ გაგრძელდება მუშაობა ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში. ”ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ თვის განმავლობაში ყველა ის ეტაპი, რომელიც გასავლელი დარჩა, წარმატებით დასრულდება”, - განაცხადა გიგიაძემ.