"ქართული ოცნება" არის გარანტი იმისა, რომ მონაპოვარს, რომელსაც თავისუფლება ჰქვია ვერავინ შეეხება"

ვიცე პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, "პარტია "ქართული ოცნება" გახლავთ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არის გარანტი იმისა, რომ მონაპოვარს, რომელსაც თავისუფლება ჰქვია ვერავინ ვერასდროს შეეხება".

ვიცე პრემიერის თქმით, დღეს საქართველოში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები არ იდევნებიან

"თავისუფლება ჩვენი გუნდის და მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია. მეამაყება, რომ დღეს საქართველოში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები არ იდევნებიან, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებს ქვებით და ხელკეტებით არ დასდევენ ქუჩაში, არ არის ჟურნალისტების საქმიანობა შეღუდული. თავისუფლად შეგიძლია დააფიქსირო შენი განსხვავებული აზრი. პარტია "ქართული ოცნება" გახლავთ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არის გარანტი იმისა, რომ მონაპოვარს, რომელსაც თავისუფლება ჰქვია ვერავინ ვერასდროს შეეხება", - განაცხადა კალაძემ "იმედის" ეთერში.