ოზურგეთელ მსოფლიო ჩემპიონს  დავით ჩხარტიშვილს მშობლიურ ქალაქში მოსახლეობა ოვაციებით შეეგება

ოზურგეთელ მსოფლიო ჩემპიონს დავით ჩხარტიშვილს მშობლიურ ქალაქში მოსახლეობა ოვაციებით შეეგება

დავით ჩხარტიშვილი, რომელმაც გამარჯვება საფრანგეთის ქალაქ მაკონში გამართულ მსოფლიო პირველობაზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მოიპოვა საკუთარ ქალაქში დაბრუნდა. ჩემპიონს ადგილობრივი მოსახლეობა, სპორტსმენები, ხელისუფლების წარმომადგენლები და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს.

მსოფლიო ჩემპიონს გამარჯვება “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩილ თალაკვაძემ  და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმაც მიულოცეს.