ვაკის რაიონში, საჯაიას ქუჩაზე და ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ვაკის რაიონში, საჯაიას ქუჩაზე და ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე და საჯაიას ქუჩაზე,  წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია დაასრულა.

მოეწყო წყალარინების 530 მეტრი სიგრძის ახალი ქსელი და ამორტიზებული ქსელის 110 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

აღნიშნული ქსელი უზრუნველყოფს  მოსახლეობის და ისეთი მსხვილი აბონენტების მომსახურებას როგორიცაა სასტუმრო „ჰილტონი" და  „აქსისი".

პროექტის ბიუჯეტი 622 000 ლარია.

2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელიშეიცვლება.