უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი გარდაიცვალა - ამის შესახებ Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, 78 წლის პრეზიდენტი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა.
ჯერჯერობით უზბეკეთის ხელისუფლებას ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
Reuters-ი კი წერს, რომ ეს ინფორმაცია სამმა დიპლომატიურმა წყარომ დაუდასტურა.
ისლამ კარიმოვი უზბეკეთს უკვე 26 წელია მართავს.