მედიაში ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ამსახველი ფოტოები ვრცელდება

მედიაში ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ამსახველი ფოტოები ვრცელდება

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ვაკეში მომხდარი შეირაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. 

ინფორმაციას ამის შესახებ „პირველი რადიო“ ავრცელებს. აღნიშნული მედიასაშუალება მომხდარის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს.

გავრცელებული ცნობით, შემთხვევა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. ცეცხლი 2 ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.