გავრცელებული ინფორმაციით, ვაკეში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ცალკეული მედიასაშუალებების ცნობით, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე 2 ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, არის მსხვერპლი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.