„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თემურ ხუბულური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ კვარხეთის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე სოფელში არსებული საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.
თემურ ხუბულურის თქმით,აღნიშნული სოფლის განვითარების გეგმის შესრულებას განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს.
„მოსახლეობას აღარ ექნებათ ბავშვების ბაგა- ბაღში მიყვანის პრობლემა. უახლოეს მომავალში სოფელს საკუთარი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ექნება“,- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა.