წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იოსებ მაკრახიძე სტალინის 5 ნომერში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა შეკრებილ ამომრჩეველს ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვები გაუზიარა. მათ შორის აღინიშნა, რომ მომავალ წელს სტალინის 5 ნომერში დასვენებისა და გართობის მინი პარკი მოეწყობა, რაც ადგილობრივების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს.
„მე ვპირდები ჩემს გორელებს, რომ მანდატის მოპოვების შემთხვევაში, ჩვენ გვექნება უწყვეტი კომუნიკაცია, რომელიც ქალაქის კეთილმოწყობის ფუნდამენტად იქცევა. მე არ მსურს გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება, რადგან მე ვარ ჩემი ამომრჩევლის მსახური და მათი პრობლემების დროულად მოგვარების გარანტი“,-აღნიშნა იოსებ მაკრახიძემ.