ისანში, სასტუმროს ეზოში სამგზავრო ავტობუსი შევარდა

ისანში, სასტუმროს ეზოში სამგზავრო ავტობუსი შევარდა

ისანში სასტუმრო „რიჩის“ ეზოში სამგზავრო ავტობუსი შევარდა. ავტობუსში დაახლოებით 20-მდე მგზავრი იმყოფებოდა. მათი უმეტესობა სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა მძიმე არ არის. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ერთი ან რამდენიმე პირის სხეულის ან ჯანმრთელობის ჯანმრთელობის დაზიანება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს ჩაეძინა.