გიგი უგულავას ნაჩუქარი საათით მივედი და ბატონ ბიძინას კი ჩემი ნაჩუქარი საათი ეკეთა ხელზე

გიგი უგულავას ნაჩუქარი საათით მივედი და ბატონ ბიძინას კი ჩემი ნაჩუქარი საათი ეკეთა ხელზე

გიგი უგულავას ნაჩუქარი საათით მივედი და ბატონ ბიძინას კი ჩემი ნაჩუქარი საათი ეკეთა ხელზე, - ასე უპასუხა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

“გიგი უგულავას ნაჩუქარი საათით მივედი და ბატონ ბიძინას ჩემი ნაჩუქარი საათი ეკეთა ხელზე მაშინ, ვერ გაიხსენა დღეს ეტყობა. რაც შეეხება უგულავას ნაჩუქარ საათს, ძალიან ნაწყენი ვარ დავით ნარმანიაზე, ზუსტად ისეთივე ურთიერთობა მაქვს, როგორც ყოფილ მერთან და ნარმანიას ჩემთვის ჯერ საათი არ უჩუქებია. ამ განცხადების შემდეგ, ალბათ, მაჩუქებს“, - განაცხადა ბურჭულაძემ „მაესტროს“ ეთერში.

ბურჭულაძის თქმით, მის მოძრაობაში არამარტო „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ „ქართული ოცნების“ ყოფილი სახეებიც შედიან, მაგალითად დავით ჯანდიერი. „მე კარები ყველასთვის ღია მაქვს“, - დასძინა პაატა ბურჭულაძემ.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მას ჰქონდა მცდელობა, პაატა ბურჭულაძეს დაახლოებოდა, თუმცა მასთან შესახვედრად უგულავას მიერ დაჯილდოებული საათით მივიდა. ”5-10 წუთით მოვიდა და მან არ ისურვა ჩვენთან თანამშრომლობა”, - აღნიშნა ივანიშვილმა.