ახალ ზელანდიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ახალ ზელანდიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ახალ ზელანდიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. BBC-ის ინფორმაციით, 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები გისბორნიდან ჩრდილო აღმოსავლეთით, 169 კილომეტრში დაფიქსირდა. შედეგად, ტოლოგა ბეის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.