ილია მეორე:  იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამხედროები ცოცხლები არიან და ვიპოვით მათ

ილია მეორე: იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამხედროები ცოცხლები არიან და ვიპოვით მათ

საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე გონიოში იმყოფება, სადაც ზღვაში დაკარგულ სამხედროებს პატივს მიაგებენ.

პატრიარქმა ზღვაში დაკარგული სამხედროების მშობლებს მიმართა.

"მე მოვედი აქ არა იმიტომ, რომ სამძიმარი ვუთხრა მშობლებს. მე იმედი მაქვს, რომ ისინი ცოცხლები არიან და ვიპოვით. ღმერთი მოწყალეა და მე ვლოცულობ მათი დაბრუნებისთვის, - აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა. 

შავ ზღვაში ორი სამხედრო 16 აგვისტოს, გეგმიური სწავლების დროს დაიკარგა. დაკარგულად ითვლებიან კაპრალი იაგო შარაძე და პირველი კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.