იპოთეკარების პრობლემაზე გამოსავალი ვერ მოიძებნა, ვინაიდან მეორე მხარეს ბანკები დგანან

იპოთეკარების პრობლემაზე გამოსავალი ვერ მოიძებნა, ვინაიდან მეორე მხარეს ბანკები დგანან

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იპოთეკარების პრობლემაზე გამოსავალი ვერ მოიძებნა, ვინაიდან მეორე მხარეს ბანკები დგანან.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპნია GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა,  იპოთეკარების პრობლემის მოსაგვარებლად 6 მილიარდზე მეტია საჭირო, რომელიც ბიუჯეტში არ არის.

დაპირება კი, რომლის მიხედვითაც იპოთეკარებს კრედიტებს მისცემდა, როგორც  ივანიშვილმა აღნიშნა, არასოდეს გაუცია.

 “რთულია ეს პრობლემა. ახალი მთავრობაც გააგრძელებს ალბათ ამ მიმართულებით მუშაობას, თუ რამე გამოსავალი ნახეს. შეხვედრა მქონდა იპოთეკარებთან, თუმცა, დაპირება, რომ ყველას კრედიტებს მივცემდი, არ ყოფილა. ეს არის ძალიან რთული, მძიმე პრობლემა და  არ არის მხოლოდ აჭარის პრობლემა. ხაბაძე ამ მხრივ იყო გამორჩეული და მე მხარს ვუჭერდი ხაბაძეს. ხაბაძე ცდილობდა ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ძალიან ბევრი გავაკეკეთეთო, ვერ დავიტრაბახებ.  რაც გაკეთდა ჯანდაცვაში ძალიან მნიშვნელოვანია და ბიუჯეტის ძირითადი რესურსები სწორედ აქეთკენ მიემართა“,-განაცხადა ივანიშვილმა.