ვერ წარმომიდგენია, პარლამენტში „ქართული ოცნების“ 90-ზე ნაკლები დეპუტატი შევიდეს

ვერ წარმომიდგენია, პარლამენტში „ქართული ოცნების“ 90-ზე ნაკლები დეპუტატი შევიდეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში „ქართული ოცნების“ 100-მდე დეპუტატი შევა.

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის გადაცემა „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ 15-მდე დეპუტატი შევა.

„აჭარაში „ქართული ოცნების“ დეპუტატების რაოდენობა 15 იქნება, პლუს - მინუს 10-12% და თუ ადრე ვთქვი, რომ საქართველოს პარლამენტში 95 დეპუტატი იქნებოდა, დღეს დავამატებდი და ვიტყოდი, რომ 100 კაცი იქნება საშუალოდ. ვერ წარმომიდგენია, 90-ზე ნაკლები შევიდეს პარლამენტში. უფრო ნაკლებად წარმომიდგენია 90, ვიდრე 115. საშუალოდ 100 დეპუტატი ეყოლება „ქართულ ოცნებას“, რადგან საზოგადოება არის აზრიანი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კითხვაზე რა აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში 10 დეპუტატს შეიყვანს ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის პარტია, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოებრივად აზროვნება.

„ერთადერთი ლიდერია გიორგი კვირკაშვილია, რომელსაც ხელეწიფება სახელმწიფო დონეზე აზროვნება. „ქართულმა ოცნებამ“ 4 წლის განმავლობაში დაამტკიცა უამრავი გარდაქმენბი მოხდა საქართელოში“, - განაცხადა ივანიშვილმა.