ბიძინა ივანიშვილმა გონიოში დაკარგული ორი სამხედროს ოჯახებს მიუსამძიმრა

ბიძინა ივანიშვილმა გონიოში დაკარგული ორი სამხედროს ოჯახებს მიუსამძიმრა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა,  ბიძინა ივანიშვილმა  დაღუპული ჯარისკაცების, იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის ოჯახების წევრებს მიუსამძიმრა.

„მინდა, მივუსამძიმრო მთელ საქართველოს, თავდაცვის სამინისტროს, დაღუპულების ოჯახებს. როგორც მოგეხსენებათ, დღეს კრძალავენ ტრაგიკულად დაღუპულ სამხედროებს  - იაგო შარაძეს და გიორგი ნანეტაშვილს. განსაკუთრებული თანადგომა მინდა გამოვუცხადო დაღუპულების ოჯახს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის ეთერში,  გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“.

თავდაცვის სამინისტროს ორი ჯარისკაცი იაგო შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი 16 აგვისტოს გონიოში გეგმური წვრთნების დროს ზღვაში დაიკარგნენ.

ჯარისკაცების დაკრძალვის სიმბოლური ცერემონია გონიოში დღეს გაიმართება.