ზაზა პაპუაშვილი დავით უსუფაშვილზე: ძალიან ვთხოვ ყველას, ანგელოზის ფრთებით ნუ შეიმოსებიან

ზაზა პაპუაშვილი დავით უსუფაშვილზე: ძალიან ვთხოვ ყველას, ანგელოზის ფრთებით ნუ შეიმოსებიან

გიჟი არავინ არის და ქვებს არავინ ისვრის, ვერ წარმოგიდგენიათ ზოგჯერ რა ვითარება იქმნებოდა პარლამენტში, - ასე ეხმაურება დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში მეხანძრის როლს ასრულებდა.

„ძალიან ვთხოვ ყველას, ანგელოზის ფრთებით ნუ შეიმოსებიან. იქ დაძაბულობა იყო და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. გიჟი არავინ არის და ქვებს არავინ ისვრის, ვერ წარმოგიდგენიათ ზოგჯერ რა ვითარება იქმნებოდა პარლამენტში. თქვენ უყურებთ აქედან და გადართავთ, გადმორთავთ ტელევიზორს, თორემ იქ ყოფნა და იმ დემაგოგების ატანა ძალიან რთულია”, - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსის” ეთერში.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ საჯარო მოხელეს გააჩნია თმენის ვალდებულება, ზაზა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ”შემოტანილი ტერმინია”.

”ნუ შემოგაქვთ ეს ტერმინები, თურმე ერთ ადამიანს აქვს უფლება, ლანძღოს მეორე ადამიანი და მეორეს აქვს თმენის ვალდებულება. ასე არ არის”, - აღნიშნა დეპუტატმა.