საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ალბანეთი ანგარიშით 86:47 დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ალბანეთი ანგარიშით 86:47 დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა, ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ალბანეთი გაანადგურა. ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე ანგარიშით 86:47 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი - 20 ქულა, ვიქტორ სანიკიძემ მოაგროვა, 12 ქულა ჩააგდო თორნიკე შენგელიამ, 11 ბექა ბურჯანაძემ, ხოლო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ საკუთარ ანგარიშზე 6 ქულა მიიწერა. ალბანელთაგან საუკეთესო 15 ქულით ჰუსენაგოლი იყო.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მორიგ შეხვედრას, 3 სექტემბერს, სტუმრად სლოვაკეთთან გამართავს.