ნაძალადევში,  ინფრასტრუქტურული სამუშაოები  40-მდე კორპუსში  მიმდინარეობს

ნაძალადევში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 40-მდე კორპუსში მიმდინარეობს

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტის ფარგლებში ნაძალადევის რაიონში სხვადასხვა სახის სამუშაოები 39 ობიექტზე მიმდინარეობს.
რეაბილიტაცია უტარდება:  ბრტყელ სახურავებს,

ქანობიან სახურავებს, ლიფტებს, სადარბაზოებს, წყალ-კანალიზაციას, წყალსაწრეტ მილებს, რემონტდება სადარბაზოები, სართულშორის ნაპრალები, კიბეები. მიმდინარეობს  მეტალის კარის მონტაჟის სამუშაოები. ხორციელდება შენობების კაპიტალური გამაგრება.

ფეიქრებისა და დადიანის ქუჩებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი - დავით გოგიძე პირადად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტის ფარგლებში, ნაძალადევში სამუშაოები  უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს,  რაც იმას ნიშნავს, რომ გამგეობა აქტიურად მუშაობს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის. - განაცხადა დავით გოგიძემ.

ბოლო 6 თვის მონაცემებით ნაძალადევის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები 128 მისამართზე შესრულდა.