საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს რუსეთიდან გამოძევებული 1775 ქართველის შესახებ მასალები გადაუგზავნა

საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს რუსეთიდან გამოძევებული 1775 ქართველის შესახებ მასალები გადაუგზავნა

საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს 2006 წლის შემოდგომაზე, რუსეთიდან გამოძევებული 1775 ქართველი მსხვერპლის შესახებ მასალები გადაუგზავნა. 
ოფიციალური ინფორმაციით, მასალები მოიცავს საქართველოს მოქალაქეების გამოძევების შესახებ დეტალურ მონაცემებს დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად. 

ქართული მხარის შეფასებით, გაგზავნილი სია რუსული მხარის პოზიციის საპირისპიროდ ადასტურებს, რომ 2006 წლის შემოდგომაზე ნამდვილად მოხდა საქართველოს 4 600-ზე მეტი მოქალაქის რუსეთიდან გამოძევება. 

”ამიტომ ქართული მხარე სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის მხრიდან თანამშრომლობის და გამოძევებული ქართველების შესახებ მონაცემთა ბაზებში დაცული სრული ინფორმაციის სტრასბურგის სასამართლოსთვის მიწოდების აუცილებლობას. რაც შეეხება შემდეგ პროცედურებს, მხარეების მიერ დღემდე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სტრასბურგის სასამართლო თავად გადაწყვეტს, აქვს თუ არა ყველა საჭირო ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად. ჩვენ ვაგრძელებთ სასამართლოსთან აქტიურ კომუნიკაციას და მზადყოფნას ვაცხადებთ, რომ მივაწოდოთ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია. შესაბამისად, საქმე ეხება ჯერ კიდევ მიმდინარე სასამართლო დავას. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ სახელმწიფო და დეპორტაციის მსხვერპლი ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და თავი შევიკავოთ მცდარი ინფორმაციების გავრცელებისგან“, − აღნიშნავენ იუსტიციის სამინისტროში.