"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რომან მუჩიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფლების -პატარძეულის, შიბლიანის, ბადიაურის, მზისგულის, ყანდაურის, ვერხვიანისა და კაკაბეთის მოსახლეობას შეხვდა.
სახელისუფლებო კანდიდატი ამომრჩევლებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრებისას ყურადღება ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებზე გამახვილდა.
ადგილობრივები ასევე დაინტერესდნენ მიწის რეგისტრაციის საკითხით.
მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებებით მიწის რეგისტრაცია გამარტივდა. ამასთან, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტისა და გამარტივებული პროცედურების ამოქმედების შემდეგ, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას მოქალაქეები სხვადასხვა მომსახურებით უფასოდ სარგებლობენ.
„მოსახლეობა შეძლებს საკუთარი უძრავი ქონების უფასოდ დარეგისტრირებას, რაც აქამდე საკმაოდ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული“,-განუცხადა ადგილობრივებს რომან მუჩიაშვილმა.