„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, ირაკლი შიოლაშვილი ელექტორატთან შეხვედრას განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, ირაკლი შიოლაშვილი ელექტორატთან შეხვედრას განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, ირაკლი შიოლაშვილი ელექტორატთან შეხვედრას განაგრძობს.

 ამჯერად იგი ქალაქ დედოფლისწყაროში, ფორე მოსულიშვილის ქუჩისა და ე.წ. ხევსურების დასახლებაში შეხვდა ამომრჩეველს. ირაკლი შიოლაშვილმა ადგილობრივებს მოუსმინა და მათ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გეგმების შესახებ ესაუბრა.

„ ამ 4 წლის განმავლობაში უამრავი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ, როგორც ჯანდაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროში. უამრავმა თქვენგანმა ისარგებლა იმ სიკეთეებით, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ განხორციელდა ქვეყანაში. ჩვენ შევძელით და მოვახდინეთ აქ, ამ ქალაქში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, სარწყავი სისტემის გაწმენდა, ბიბლიოთეკის, საბავში ბაღის შენობის რეაბილიტაცია, შიდა საუბნო გზების აღდგენა, გარე განათების მოწყობა,წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. რასაკვირველია, ეს არ არის საკმარისი და ჩვენ ერთად გავალამაზებთ დედოფლისწყაროს. მე ვიქნები თითეული თქვენთანაგის ხმა საქართველოს პარლამენტში და ვიდგები თითოეული თქვენთაგანის გვერდით“,– განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას ირაკლი შიოლაშვილმა.