ბომბის არსებობის საფრთხის გამო ფრანკფურტის აეროპორტიდან მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა

ბომბის არსებობის საფრთხის გამო ფრანკფურტის აეროპორტიდან მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის აეროპორტიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბილდი“ წერს. გავრცელებული ცნობით, ბომბის არსებობის საფრთხის გამო ევაკუირებულია პირველი ტერმინალი. 
წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც უსაფრთხოების შემოწმებას გადიოდა, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩნდა. 
ევაკუაციის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად მგზავრებიც ავრცელებენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.