„დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ ჩეხეთში ე.წ საკონსულოს ხსნის. ამის შესახებ გამოცემა euobserver-ი წერს.
გავრცელებული ცნობით, ე.წ დიპლომატიური წარმომადგენლობა 1-ელ სექტემბერს, ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში გაიხსნება.
„საკონსულო იქნება პირველი ოფიციალური წარმომადგენლობა ევროკავშირში“, - აცხადებენ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“.
ჩეხეთის მთავრობას აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ჩეხეთი დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას არ აღიარებს.