დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მტკიცებით, ლადო ბედუკაძე მასთან მადლობის სათქმელად მივიდა. როგორც მეჭიაურმა საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, ბედუკაძე საქართველოს მოქალაქეა და სწორედ ამიტომ მიიღო ის პარლამენტში.
„აღარ მაქვს ამ საკითხზე საუბრის სურვილი. ძალიან უნდათ ზოგიერთებს, რომ მიმაბან, მაგრამ ვერ მიმაბამთ. შეხვედრას მთხოვდა, ორი კვირაა ითხოვს და პარლამენტში მივიღე, როგორც მოქალაქე. როცა მისი პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მე გავაკეთე განცხადება, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება არ იქნებოდა. მან ეს მის მხარდაჭერად ჩათვალა და მთხოვა შეხვედრა მადლობის სათქმელად. სულ ეს იყო. რამდენიმე წუთი შევხვდით", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლადო ბედუკაძესა და თამაზ მეჭიაურს შორის შეხვედრა პარლამენტში ორი დღის წინ გაიმართა.