დავით ბერძენიშვილის შეფასებით, პარტიის რუსთავის ორგანიზაციიდან წევრების წასვლა „არსებითი ხასიათის დანაკლისი არ არის“

დავით ბერძენიშვილის შეფასებით, პარტიის რუსთავის ორგანიზაციიდან წევრების წასვლა „არსებითი ხასიათის დანაკლისი არ არის“

”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის შეფასებით, პარტიის რუსთავის ორგანიზაციიდან წევრების წასვლა არსებითი ხასიათის დანაკლისი არ არის. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბერძენიშვილმა განუცხადა, ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი თუ რამდენმა ადამიანმა დატოვა ”რესპუბლიკელების” რიგები და ”ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობა არჩია. 

”თავად ისინი ამბობენ, რომ ”ქართული ოცნება” არჩიეს და დანარჩენს ვერაფერს გეტყვით. არ ვიცი რამდენი ადამიანია. ჩვეულებრივ ასეთ დროს გაბერილია ხოლმე რიცხვები. განცხადებები შემოვა წასვლასთან დაკავშირებით და ამის მერე ვნახავთ. ეს არ მიგვაჩნია ჩვენ რაიმე სახის არსებითი ხასიათის დანაკლისად”, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. 

რუსთავში ,,რესპუბლიკური პარტიის“ ადგილობრივი ორგანიზაციის რიგები 35 წევრმა დატოვა. პარტიიდან გასული წევრები ემიჯნებიან ,,რესპუბლიკელებს" და საპარლამენტო არჩევნებზე მხარს ,,ქართული ოცნებას" და მის მაჟორიტარობის კანდიდატებს დაუჭერენ.