ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - „დიდ რვიანში“ დაბრუნების გასაღები რუსეთის ხელშია

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - „დიდ რვიანში“ დაბრუნების გასაღები რუსეთის ხელშია

G8-ის ფორმატში რუსეთის დაბრუნება აღმოსავლეთ უკრაინასა და სირიის საკითხებზე პროგრესის შემთხვევაში განიხილება, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.

„კონფლიქტები სირიასა და უკრაინაში აჩვენებს, რომ ჩვენს ინტერესებშია არ გამოვრიცხოთ რუსეთი მსოფლიოს მსხვილი ეკონომიკების მოლაპარაკების ფორმატიდან. თუ საბოლოოდ იქნება ხელშესახები პროგრესი აღმოსავლეთ უკრაინასა და სირიის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში, „დიდი შვიდეულის“ წევრები მზად არიან მოსკოვთან სალაპარაკოდ“, - განაცხადა შტაინმაიერმა და დასძინა, რომ „დიდ რვიანში“ დაბრუნების გასაღები რუსეთის ხელშია.

ყირიმის ანექსიის შემდეგ, „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები რუსეთს სამიტზე აღარ იწვევენ.