"მნიშვნელოვანია ბიზნესის ავტონომია, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში მიღწეულია"

თეიმურაზ პატარიძე "ზეკარი 1990"-ს წარმომადგენელი, პრემიერის ინიციატივას აფასებს.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება შესაძლოა, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდეს.

"დეკრიმინილიზაცია შესაძლოა, ძალიან ხელსაყრელი იყოს ქვეყნისთვის. უნდა განვასხვავოთ განზრახ და გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული. აქამდე, დგებოდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თუკი, შენს მიერ დამალული გადასახადის ოდენობა იყო 50 000 ლარზე მეტი.

ზუსტად არ ვიცი, რა გეგმები აქვს სახელმწიფოს, თუმცა ფარგლები დეკრიმინალიზაციას უნდა ჰქონდეს და ეს ფარგლები უნდა გადიოდეს განზრახვაზე", - აცხადებს პატარიძე, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო პროექტზე, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდში მუშავდება და რომელიც აუცილებელია მეწარმეობის განვითარებისთვის.

"ჩვენ ჩვენის მხრივ, გამოვთქვით მოსაზრება, რომ მნიშვნელოვანია ბიზნესის ავტონომია, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში მიღწეულია. თუ ეს ვექტორი იქნება შენარჩუნებული, აუცილებლად მივიღებთ წარმატებულ სამშობლოს".