პრემიერმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საინვესტიციო საბჭოში ჩართვა შესთავაზა

პრემიერმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საინვესტიციო საბჭოში ჩართვა შესთავაზა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ესაუბრა.

პრემიერმა ვრცლად მიმოიხილა განათლების ფუნდამენტური რეფორმის საკითხი. მისი განმარტებით, პროფესიული განათლების მიმართულებით უკვე დაწყებულია გერმანული დუალური განათლების სისტემის დანერგვა, სადაც კერძო სექტორთან ერთად მოხდება კადრების გადამზადება, არა მხოლოდ სტუდენტების, არამედ საშუალო ასაკის ადამიანების, რაც პირდაპირ იმოქმედებს უმუშევრობის შემცირებაზე.

მთავრობის მეთაური შეეხო მმართველობით რეფორმას, რაც ერთიანი სახელმწიფო სერვისის შექმნას ითვალისწინებს.

"ეს იქნება ერთი ფანჯრის პრინციპი. ჩვენ რამდენიმე დღეში გვექნება ერთიანი "ბიზნეს სახლის" გეგმის პრეზენტაცია, სადაც გაერთიანდება სხვადასხვა სამინისტროების მომსახურების სერვისები. ასევე, გავაკეთეთ საინვესტიციო საბჭო და კარგი იქნება, თუ მცირე ბიზნესის ერთი წარმომადგენელი მაინც იქნება ჩართული ამ საბჭოს მუშაობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ნეგატიური სიურპრიზები,"- განაცხადა პრემიერმა.