საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე მოწერილიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ პრემიერს საკუთარი ინიციატივა გააცნო, რაზეც თანხმობა მიიღო.
"ჩვენი ორგანიზაცია ვგეგმავთ საქართველოში ჩატარდეს საერთაშორისო ფორუმი თხილის დარგის განვითარებისთვის. ვინაიდან ფართომასშტაბიანი იქნება, საქართველოს მთავრობისგან მხარდაჭერა ვითხოვე, რაზეც თანხმობა მივიღეთ", - განაცხადა მოწერილიამ.
შეხვედრის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს მთავრობის 4-პუნქტიანი პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამას შეუძლია მოიტანოს მნიშვნელოვანი გარღვევა ქვეყნის ეკონომიკაში.
შეხვედრას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და მცირე და საშუალო ბიზნესის 100 წარმომადგენელი ესწრებოდა.