საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე კომენტარს აკეთებს და აღნიშნავს, რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება არ აქვს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი არარეალისტურ მონათხრობს ჰგავს.
"გიორგი პაპუაშვილს შევხვდი, მოვუსმინე. მას ჰქონდა ყველანაირი საშუალება რომ დაედასტურებინა ეს პროკურატურაში და ეს სხვა რა უნდა გითხრათ. არ მაქვს უფლება, კიდევ გავაკეთო პოლიტიკური კომენტარები, მაგრამ ეს ყველაფერი ჰგავს არარეალისტურ მონათხრობს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
აღნინიშნულ საკითხს დღეს ვიცე-პრემიერი, კახა კალაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლის მიმდინარე პროცესები პოლიტიკური სპეკულაციაა.
"ამის ეჭვი იყო და ადრეც გავაკეთე განცხადება. დაიწყო გამოძიება, თუმცა მოსამართლეების დევნა არ დადასტურდა, ეს პოლიტიკური სპეკულაციაა", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი პაპუაშვილმა მოსამართლეების მიმართ შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა, რის შემდეგაც მთავარ პროპკურატურაში გამოძიება დაიწყო.
გამოძიების მიმდინარეობისას, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები გამოიკითხნენ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, არც ერთ მათგანს ზეწოლის შესახებ არ უსაუბრია.