საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება შესაძლოა, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდეს.
პრემიერის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა მუშაობს დამატებით საკანონდებლო ცვლილებებზე, რომელთა მიხედვითაც, ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდება.
"მივიღეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით. მაგალითად, ანგარიშების დაყადაღება სასამართლოს განაჩენის გარეშე არ იქნება შესაძლებელი, ესეც მოხდება მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელი სიტუაციების შემთხვევაში. ჩვენ ვმუშაობთ დამატებით ცვლილებაზე, როგორიცაა კომპანიების შემოწმების ვადის რეგლამენტირება, ასევე ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის ძალიან განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.