დღეს საქართველოს სტუმრობს ევროპულისოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტაინი,რომელიც ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი და მხარდამჭერია.
ევროპელი სოციალისტების პარტია პარტია „ქართული ოცნების“ პარტნიორია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა.
სამომავლოდ ამ ურთიერთობებისკიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ, რაც კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ევროპასთან დაახლოების გზაზე.
თქვენ იცით, რომ ჩვენ ბოლო წლებისგანმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ დადარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენევროპაში მოგზაურობას ვიზების გარეშე და ამ მიმართულებით მინდა კიდევერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სოციალისტებსა და დემოკრატებსმხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვიზების გარეშე იმოგზაურებენ ევროპულ ქვეყნებში. ბატონ ფლეკენშტაინს ექნება შესაძლებლობა დღის განმავლობაში გამართოს სხვადასხვა შეხვედრები, დააკვირდეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას და თავად შეაფასოს საარჩევნო გარემო. როგორც ყველასთვის ცნობილია, ჩვენ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.
ჩვენ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ საქართველოში ყველას მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ჩაატაროს მშვიდ გარემოში, თავისუფალ გარემოში ყველანაირი ზეწოლის, ყველანაირიხელშეშლის გარეშე. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ გააცნოს თავიანთი ხედვები ქვეყნის განვითარებისა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და თავად საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების გზით მიიღონ გადაწყვეტილება, როგორც ეს ევროპულ,ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში.
მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მეგობრები ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს ხედავენ, სათანადოდ აფასებენ და აფიქსირებენთავიანთ მხარდაჭერას. მე კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდაგადავუხადო ბატონ კნუტ ფლეკენშტაინს.