35 ჟურნალისტი დააკავეს

35 ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთში, ფეჰთულა გიულენის მოძრაობასთან ბრძოლის ფარგლებში, მედიის 35 წარმომადგენელი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ ჟურნალისტებს ფეჰთულა გიულენის მოძრაობასთან კავშირი და აღნიშნული მოძრაობის საქმიანობის პროპაგანდა ედებათ.

დაკავებული ჟურნალისტების ვინაობა არ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ ივლისში, თურქეთში სახელმწიფო გადატრიელების მცდელობას ჰქონდა ადგილი, რასაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათასობით კი, დააკავეს.

თურქეთის ხელისუფლება გადატრიელების მცდელობის ორგანიზატორად, აშშ-ში მცხოვრებ, ფეჰთულა გიულენს ასახელებს.