თვითმკვლელმა ექსტრემისტმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მდებარე ჩინეთის საელჩოსთან თავი აიფეთქა. ყირგიზეთი პრემიერ-მინისტრის ჟენიშ რაზაკოვის ინფორმაციით, ჯიჰადისტმა საელჩოს ღობე მანქანით გაარღვია და თავი აიფეთქა.
„ბიბისი“-ს ინფორმაციით, სამი ადამიანი დაშავდა. ყველა მათგანი ყირგიზეთის მოქალაქე იყო. ისინი საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად არიან გადაყვანილნი.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფია მობილიზებული. სამართალდამცველები პერიმეტრზე გამაგრდნენ. პოლიციის თანამშრომლებმა თვითმკვლელის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ შეძლეს.