საქართველოს კნუტ ფლეკენშტეინი ეწვევა

საქართველოს კნუტ ფლეკენშტეინი ეწვევა

29-30 აგვისტოს, საქართველოს ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების  პროგრესული ალიანსის ჯგუფის  ვიცე-პრეზიდენტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტეინი ეწვევა.

30 აგვისტოს, 10:30 საათზე, კნუტ ფლეკენშტეინი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურ მდივანს, კახა კალაძესა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხვა წევრებს შეხვდება. შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კნუტ ფლეკენშტეინი და კახა კალაძე მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

30 აგვისტოს დაგეგმილია შეხვედრები „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერებთანაც. 12:30 საათზე ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტში გიორგი ვოლსკის, ზვიად კვაჭანტირაძესა და გია ჟორჟოლიანს შეხვდება.

17:00 საათზე, კნუტ ფლეკენშტეინი „ქართული ოცნების“ გლდანის საარჩევნო შტაბს,    18:30 საათზე კი ნაძალადევის შტაბს ეწვევა.

კნუტ ფლეკენშტეინი ვიზიტი მიზნად ისახავს წინასაარჩევნო გარემოს გაცნობასა და შეფასებას. ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები. მათ შორის, „ქართული ოცნებისა“ და ევროპის სოციალ-დემოკრატებს შორის სამომავლო თანამშრომლობის თემები. საუბარი წარიმართება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გაძლიერებისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორი სოციალ დემოკრატების მიერ ამ პროცესის ხელშეწყობის შესახებ.