გიორგი კვირიკაშვილმა მარნეულის საავადმყოფოში მოთავსებული მოწამლულები მოინახულა

გიორგი კვირიკაშვილმა მარნეულის საავადმყოფოში მოთავსებული მოწამლულები მოინახულა

მარნეულის საავადმყოფოში მოთავსებული მოწამლულები წუხელ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოინახულა. პრემიერი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და მომხდართან დაკავშირებით შესაბამის სტრუქტურებს საქმის გამოძიება სთხოვა.

წუხელვე მარნეულის საავადმყოფოში მოთავსებულები ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმაც მოინახულა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში საკვებით ინტოქსიკაციის მასიური შემთხვევა დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, სოფელ სადახლოს ერთ-ერთ რესტორანში ქორწილში, სუფრაზე მყოფი 150 ადამიანი, მათ შორის 28 ბავშვი მოიწამლა. მოწამლულების ნაწილი მარნეულის საავადმყოფოშია მოთავსებულები. ექიმების თქმით, მათ თავბრუსხვევა და ღებინება ჰქონდათ. პაციენტების მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.

მოწამლულები მარნეულის, რუსთავისა და თბილისის საავადმყოფოებში არიან მოთავსებული.