პირველი სექტემბრიდან, კვირის განმავლობაში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ "პირWელთან" საუბარისას აღნიშნა, რომ ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში, 27-29 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 28-30 გრადუსამდე.
გვაზავას თქმით, პირველ და ორ სექტემბერს, მოსალოდნელია ქარის გაძლიერება დასავლეთის მიმართულებით. რაც შეეხება მთლიანად სექტემბრის თვეს, მეტეოროლოგის თქმით, ამინდების არამდგრადობა შენარჩუნდება და აგვისტოსთან შედარებით, ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიწევს.