მამუკა მდინარაძე - მე 2012 წლამდე ალეკო ელისაშვილის აქტივობა მახსოვს

მამუკა მდინარაძე - მე 2012 წლამდე ალეკო ელისაშვილის აქტივობა მახსოვს

”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრ მამუკა მდინარაძეს 2012 წლამდე ალეკო ელისაშვილის აქტივობა ახსოვს. 
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ელისაშვილს გარკვეული საპროტესტო გამოსვლები 2012 წლამდეც ჰქონდა. 
მეორე მხრივ, მდინარაძე 2012 წლამდე ელისაშვილის აქტივობასთან დაკავშირებით პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებასაც ეხმაურება და მიიჩნევს, რომ თავის მხრივ არც კობახიძე აკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც საბოდიშო ხდება. 

”ალეკო ელისაშვილის აქტივობა მახსოვს. მას ჰქონდა გარკვეული საპროტესტო გამოსვლები. თუ სწორად მახსოვს, ეს ასე იყო. თუმცა, ბოდიშის მოხდა ზედმეტად მიმაჩნია, რადგან მე არ ვიცი კონტექსტი, თუ ზუსტად რა იგულისხმა კობახიძემ. შესაბამისად, თუ მან ასეთი რამ თქვა, თავად აგებს პასუხს და არასდროს, ირაკლი არ აკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც შემდეგ საბოდიშო ხდება ხოლმე”, - განაცხადა მდინარაძემ. 

”ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძეის განცხადებით, არაკორექტულია დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნა იმ პირების მხრიდან, რომლებიც გიგი უგულავას მმართველობას ფუთავდნენ. კობახიძის თქმით, ქალაქის იერსახესა და გამწვანებაზე ალეკო ელისაშვილის ასეთი აქტიურობა 2012 წლამდე არ ახსოვს. აღნიშნული განცხადების გამო ელისაშვილმა ირაკლი კობახიძისგან დღეს ბოდიშის მოხდა მოითხოვა.