ირაკლი გურჩიანი -

ირაკლი გურჩიანი -"სატანასთან გაიგივებულ პოლიტიკურ ძალასთან ბუღალტრადაც ვერ ვიმუშავებ

"ტოიოტა ცენტრის" დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი, რომელიც პაატა ბურჭულაძის ყოფილი თანაგუნდელია, პარტიიდან წასვლის მიზეზად "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან მათ თანამშრომლობას ასახელებს. თემაზე სტატიას აქვეყნებს გაზეთი "პრაიმტაიმი", სადაც ირაკლი გურჩიანი საუბრობს, რომ პარტიაში "ნაციონალური" კადრების მოძალება დაიწყო. "პრაიმტაიმი" წერს, რომ გურჩიანი უარყოფს რაიმე უთნხმოებას სიაში ნომრის მინჭებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ თუკი გუნდში დარჩებოდა, საარჩევნო სიაში მე-2 ან მე-3 ნომერი იქნებოდა. მისივე თქმით, პარტიას დღემდე აქვს ფინანსური პრობლემები, მაგრამ, იმავდროულად, აქვს რეიტინგიც და სწორედ ამის გამო მოიყარეს თავი მასთან ფინანსურად გამართულმა პოლიტიკურმა ბლოკებმა. გურჩიანის დასკვნით, ფაქტია, რომ დღეს არსებული ბლოკი, არათუ "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტია, ეს არის სუპერნაციონალური ძალა. მისივე თქმით, ისინი თავის დროზე დაიშალნენ და ახლა კვლავ იპოვეს ერთმანეთი, რათა პარლამენტში შესვლა ერთობლივი ძალებით სცადონ.