ელმარ მამედიაროვი - მე მოვახსენე მიხეილ ჯანელიძეს, თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

ელმარ მამედიაროვი - მე მოვახსენე მიხეილ ჯანელიძეს, თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

არსებობს იმისი რწმენა, რომ ჩვენ მივდივართ იმ მიმართულებით, რომელიც მოგვიტანს გარღვევას სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკების პროცესში, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც მამედიაროვმა აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს კონფლიქტებზე. მისივე თქმით, მან მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც მოახსენა იმის შესახებ, თუ რა დონეზეა მოლაპარაკებები აფხაზეთთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. 

”მე მოვახსენე მიხეილ ჯანელიძეს, თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ჩარევით პეტერბურგში შედგა მოლაპარაკებები. არსებობს რწმენა იმის, რომ ჩვენ მივდივართ იმ მიმართულებით, რომელიც მოგვიტანს გარღვევას მოლაპარაკებების პროცესში. ჩვენ შევთავაზეთ ასევე გარკვეული შესაძლებლობები. ჩვენ გვინდა, რომ შეიქმნას ორივე მხარისთვის სასარგებლო ვითარება. მე მიმაჩნია, რომ სწორი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლის დაცვის შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ, რომ მოვიტანოთ მშვიდობა და აყვავება როგორც სომეხი, ისე აზერბაიჯანელი ხალხისთვის”, - განაცხადა ელმარ მამედიაროვმა.