იემენის ქალაქ ადენში სამხედრო ბანაკზე თავდასხმას 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

იემენის ქალაქ ადენში სამხედრო ბანაკზე თავდასხმას 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

იემენის ქალაქ ადენში სამხედრო საწვრთნელ ბანაკზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. „ექიმები საზღვრებს გარეთ“ მიერ გავრცელებული ცნობით, თავდასხმის შედეგად 60 ადამიანი მძიმედ დაშავდა. ისინი შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმნოსაჩენად ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი. 
თვითმკვლელმა ექსტრემისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მას შემდეგ აამოქმედა, რაც მისი მანქანა ახალწვეულების თავშეყრის ადგილს მიუახლოვდა. ახალგაზრდები ადენის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სამხედრო ბანაკში ჯარში სამსახურის დასაწყებად ჩავიდნენ. 
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია.