საბერძნეთის ქალაქ დრამის მიტროპოლიტმა ილია მეორეს აფხაზეთში მოღვაწე ღირსი მამა გიორგი კარსლიდისის წმინდა ნაწილი გადასცა

საბერძნეთის ქალაქ დრამის მიტროპოლიტმა ილია მეორეს აფხაზეთში მოღვაწე ღირსი მამა გიორგი კარსლიდისის წმინდა ნაწილი გადასცა

საბერძნეთის ქალაქ დრამის მიტროპოლიტმა პავლემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს გიორგი კარსლიდისის წმინდა ნაწილი გადასცა.

ღირსი მამა გიორგი კარსლიდისი წალკის რაიონის სოფელ ხადიკში (იგივე ტბეთში) 1902 წლის 18 იანვარს დაიბადა. ”მონასტრის სახელით, რომელშიც გიორგი კარსლიდისი მოღვაწეობდა, მამა ნიკოდიმოსის სახელით, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არის, ყველა პატიოსანი მორწმუნის სახელით ვითხოვთ თქვენს ლოცვა-კურთხევას და გადმოგცემთ ღირს მამას, გიორგი კარსლიდისს. მრავალჟამიერ!”, - ბრძანა დრამის მიტროპოლიტმა.

მანვე სიონის საპატრიარქო ტაძარში, წმინდა ნაწილის გადაცემისას გიორგი კარსლიდისის შესახებ ისაუბრა.

”მე ვფიქრობ, რომ უწმინდესმა წინასწარმეტყველურად ისაუბრა. მამა გიორგი მოღვაწეობდა აფხაზეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში და ეს არის განსაკუთრებული ნიშანი, რომ ბრუნდება საქართველოში. მას ძალიან უყვარდა საქართველო, წირვა-ლოცვას აღავლენდა ქართულ ენაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი მრევლის უმრავლესობა არ იყო ქართველი. ვიდრე მიიძინებდა, ითხოვა, რომ მისთვის საფლავში ჩაეყოლებინათ ქართული წიგნები. ის არის დიდი წმინდანი წინასწარმეტყველური ნიჭით. თქვენ ძალიან ამაყი იქნებით მისი დაბრუნებით. როდესაც რაიმეს შესთხოვთ, იხილავთ, თუ რა მალე გასცემს ლოცვებს პასუხს. შეტყობინება, რომელსაც იგი გვიგზავნის, არის, რომ ჩვენ უნდა დავრჩეთ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში. ვიდრე წმინდა გიორგი აღესრულებოდა, ღვთისმშობლის ხატს შეხედა და თქვა: მოწყალებისა კარიბჭე გამიღე, ღვთისმშობელო ქალწულო. სწორედ ამ მოწყალების კარიბჭის გაღებაზე ვლოცულობთ, რომ გაგვიღოს ღვთისმშობელმა როგორც ბერძნებს, ასევე ქართველებს, რათა ჩვენ ყველანი ვიყოთ სამოთხეში”, - განაცხადა დრამის მიტროპოლიტმა.