პრემიერი პაპუაშვილის განცხადებას არარეალისტურს უწოდებს

პრემიერი პაპუაშვილის განცხადებას არარეალისტურს უწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადება არარეალისტურ მონათხრობს უწოდებს.

„მე შევხვდი გიორგი პაპუაშვილს, მას ჰქონდა ყველანაირი საშუალება, დაემტკიცებინა ეს ყველაფერი პროკურატურაში, დანარჩენი რა უნდა გითხრათ?! მე არ მაქვს უფლება, გავაკეთო პოლიტიკური კომენტარი, მაგრამ ეს ყველაფერი ჰგავს რაღაც არარეალისტურ მონათხრობს“, - განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოსა და ცალკეულ მოსამართლეებზე განხორციელებულმა შეტევამ საგანგაშო ხასიათი მიიღო.