კიევში, გუშინ საღამოს, რუსი ჟურნალისტი, ალექსანდრ შეტინინი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ჟურნალისტი მისმა მეგობრებმა აღმოაჩინეს, როდესაც ისინი მასთან დაბადების დღის აღსანიშნავად მივიდნენ.
ალექსანდრ შეტინინინი სკამზე იჯდა, თავზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობით. იარაღი კი სკამის ქვეშ იდო.
გამოძიება ჯერჯერობით თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.
გავრცელებული ცნობით, ჟურნალისტმა თითქოს, ერთ-ერთ ახლობელს ელექტრონული ფოსტა გაუგზავნა, სადაც სუიციდის შესახებ თავის ზრახვებზე საუბრობდა.