წლის ბოლომდე გერმანიაში კიდევ 300 ათასი მიგრანტის ჩასვლას ელიან

წლის ბოლომდე გერმანიაში კიდევ 300 ათასი მიგრანტის ჩასვლას ელიან

მიმდინარე წლის ბოლომდე გერმანიაში კიდევ 300 ათასი მიგრანტის ჩასვლას ელიან. აღნიშნული განცხადება მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების ფედერალური უწყების ხელმძღვანელმა ფრანც იურგენ ვაისმა გერმანული გამოცემა Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ვაისის განმარტებით, უწყება 250-300 ათასი თავშესაფრის მაძიებლის უზრუნველყოფასა და დაბინავებას უპრობლემოდ შეძლებს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ლტოლვილთა რაოდენობა გაიზრდება, ქვეყანა კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

ამავდროულად, ოფიციალურ ბერლინში იმედოვნებენ, რომ მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით გაცილებით ნაკლები მიგრანტი გადაკვეთს ქვეყნის საზღვრებს.

2015 წელს გერმანიაში მილიონზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა, მათი უმეტესობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ასევე ავღანეთიდან და აფრიკიდან იყო.