უნგრეთი და ჩეხეთი ერთიანი ევროპული არმიის შექმნის ინიციატივით გამოდიან

უნგრეთი და ჩეხეთი ერთიანი ევროპული არმიის შექმნის ინიციატივით გამოდიან

უნგრეთი და ჩეხეთი ერთიანი ევროპული არმიის შექმნის ინიციატივით გამოდიან. როგორც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა, ვიქტორ ორბანმა და ბოჰუსლავ სობოტკამ განაცხადეს, უსაფრთხოება ევროკავშირის პრიორიტეტი უნდა გახდეს, ამიტომ საჭიროა გაერთიანებული ევროპული ჯარის შექმნა.

ევროკავშირის გაერთიანებული არმიის შექმნის მოწოდებით გასულ წელს ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერიც გამოდიოდა. მისი მოსაზრებით, ევროკავშირის ერთიანი შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება კონტინენტის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით.