პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციისთვის” თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ”რესპუბლიკური პარტიის” სარჩელთან დაკავშირებით მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც პარტიის წევრმა გოჩა თევდორაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ „რესპუბლიკური პარტიის“ სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა.
თევდორაძის შეფასებით, „რესპუბლიკური პარტიის“ მიზანი თავიდანვე სხვა პოლიტიკური ძალების დაზარალება იყო.
”ისინი ალბათ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ძალაში დარჩება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და „რესპუბლიკური პარტია“ ვერ მიაღწევს იმ მიზანს, რომელიც აქვს”, - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „რესპუბლიკური პარტიის“ სარჩელი ცესკოს წინააღმდეგ, რომელიც ორი პარტიისთვის საარჩევნო ნუმერაციის წილისყრის გარეშე მინიჭებას ეხებოდა, არ დააკმაყოფილა.