„ისლამურმა სახელმწიფომ“ ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც ხუთი მოზარდი ტყვედ აყვანილ ქურთებს სიკვდილით სჯის

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც ხუთი მოზარდი ტყვედ აყვანილ ქურთებს სიკვდილით სჯის

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ახალი ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც ხუთი მოზარდი ტყვედ აყვანილ ქურთებს სიკვდილით სჯის. 

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, მოზარდების ასაკი 10-13 წლამდეა, ერთ-ერთი მათგანი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. 
ვიდეორგოლში ბავშვებს სამხედრო ფორმა აცვიათ, ერთ-ერთი მათგანი მიმართავს ქურთებს და აცხადებს, რომ მათ სისხლისღვრა ელოდებათ წინ.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ საკუთარ ვიდეორგოლებში არასრულწლოვნებს ხშირად იყენებს.